საზოგადოება

კვირიკაშვილი BLACK SEA ARENA-ს გახსნას რეგიონისათვის განსაკუთრებულ მოვლენას უწოდებს

11.07.16 15:55


რეგიონისათვის განსაკუთრებული მოვლენა უწოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შეკვეთილშისაკონცერტო დარბაზი — BLACK SEA ARENA-ს გახსნას.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ფონდმა „ქართუმ“ 10 000 მაყურებელზე გათვლილი საკონცერტო დარბაზი საქართველოს მთავრობას საჩუქრად გადასცა.

მისივე ინფორმაციით, საკონცერტო დარბაზის სიახლოვეს ასევე შენდება შვიდვარსკვლავიანი სასტუმრო, რაც ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ობიექტი გახდება.

საკონცერტო დარბაზი BLACK SEA ARENA ადაპტირებულია შშმ პირთათვის.

მშენებლობაში ფონდმა „ქართუმ" 200 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. დარბაზის პროექტირებაზე გერმანულმა კომპანია Drei Architekten-მა იმუშავა. მშენებლობაზე დასაქმებულია 600-ზე მეტი ადამიანი. მშენებლობის დასრულების შემდეგ, BLACK SEA ARENA-ს ოპერირების უზრუნველსაყოფად, 100-მდე ადამიანი დასაქმდება, ხოლო კონცერტების პერიოდში, დასაქმებულთა რიცხვი 200-მდე გაიზრდება.

არენის სივრცე ნებისმიერი მუსიკალური მიმდინარეობის კონცერტების, ასევე სპორტული ღონისძიებების, თეატრალური თუ საცირკო წარმოდგენების გამართვისთვის შესაძლებლობას იძლევა.

BLACK SEA ARENA აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტის მქონე უსაფრთხოების სისტემით.

არენის ტერიტორიაზე განთავსებულია მაღალი დონის ტექნიკით აღჭურვილი სახანძრო პუნქტი, რომელიც, არა მხოლოდ საკონცერტო დარბაზს, არამედ, მიმდებარე დასახლებულ პუნქტებსაც მოემსახურება.

BLACK SEA ARENA, თავისი ტექნიკური შესაძლებლობებით, სრულად პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს. შესაბამისად, მზად არის, უმასპინძლოს უმაღლესი დონის ნებისმიერ ვარსკვლავსა და შოუპროგრამას.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 424


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები