საზოგადოება

”ცენტრ პოინტ აჭარის” დირექტორსა და გაყიდვების მენეჯერს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ

11.07.16 16:05


სამშენებლო კომპანია ”ცენტრ პოინტ აჭარის” დირექტორს ირაკლი მინდელსა და გაყიდვების მენეჯერ სალომე ჩარკვიანს ბრალს ოფიციალურად, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ.

შესაბამისი მოლოდინი დაკავებულების ადვოკატებს აქვთ, რომლებიც მათი დაცვის ქვეშ მყოფებთან წინასწარი დაკავების იზოლატორში წუხელ, გვიანობამდე იმყოფებოდნენ.

როგორც იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ სალომე ჩარკვიანის ადვოკატმა მარიამ ფხალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ამ ეტაპზე უცნობია, რას ედავება გამოძიება.

”ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გაოგნებულია, რატომ მოხდა ამ ფორმით მისი დაკავება, მითუმეტეს, რომ სალომე ჩარკვიანი თებერვალში მისული იყო სამართალდამცავ ორგანოებთან და მიცემული აქვს ჩვენება. კონკრეტულად ბრალი ამ ეტაპზე წარდგენილი არ აქვს. მან არ იცის კონკრეტულად რას ედავებიან და შესაბამისად არანაირი ჩვენება არ მიუცია. რას ედავებიან ჩვენთვის ცნობილი იქნება მას შემდეგ, რაც ბრალს წაუყენებენ”, - განაცხადა ადვოკატმა.

”ცენტრ-პოინტ აჭარის” საინვესტიციო პროექტის ხელმძღვანელი ირაკლი მინდელი და გაყიდვების მენეჯერი სალომე ჩარკვიანი გუშინ დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მათი აყვანა ბათუმის პროექტ ”თეთრ მაგნოლიას” უკავშირდება.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 379


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები