საზოგადოება

14 წელს მიუღწეველთან ჩადენილი გარყვნილი ქმედებისთვის ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

07.09.18 18:00


თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 14 წელს მიუღწეველთან ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი და გარყვნილიქმედებისთვის ბრალდებული რ.მ. დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ რ.მ. 2018 წლის 22 ივნისიდან 2018 წლის 6 ივლისამდე 14 წელს მიუღწეველ გოგონას სისტემატიურად უგზავნიდასექსუალური ხასიათის მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, ასევე მის მიმართ განახორციელა სექსუალური ხასიათის სხვაგვარი და გარყვნილი ქმედება.

სამართალდამცველებმა რ.მ. 2018 წლის 9 ივლისს ქ.თბილისში დააკავეს. რ.მ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათისსხვაგვარ ქმედება 14 წლის მიუღწეველთან) და 141-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (გარყვნილი ქმედება თექვსმეტი წლის მიუღწეველთან) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ რ.მ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად დანაშაულთა ერთობლიობით 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები