საზოგადოება

ახალქალაქში 37 წლის ქალისა და მისი სამი შვილის ცხედრები იპოვეს

11.07.16 16:35


ახალქალაქის რაიონის სოფელ ვაჩიანში 37 წლის ქალისა და მისი სამი არასრულწლოვანი შვილის ცხედრები იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ბავშვების ასაკი 5, 16 და 18 წელია. სახლში მხოლოდ ქალი და მისი შვილები ცხოვრობდნენ, ოჯახის უფროსი კი რუსეთში სამუშაოდ იმყოფება.

მომხდარის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. ცხედრები ნინოწმინდის რაიონული ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს, სადაც გვამებს ექსპერტიზა ჩაუტარდათ.

წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა, ცხედრები მეზობლებმა გუშინ შემთხვევით აღმოაჩინეს.

დედასა და უფროს გოგონებს სავარაუდოდ თავის არეში აქვთ ბლაგვი საგნით სასიკვდილო ჭრილობები მიყენებული. უმცროსი, 5 წლის ბიჭი კი გაგუდულია.

მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.

მომხდარის შესახებ სხვა ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.

შემთხვევასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.

ინფორმაციას მკვლელობის შესახებ ”რუსთავი 2” ავრცელებს.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 307


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები