ეკონომიკა

საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ პირველ კვარტალში 2,3% შეადგინა

09.05.16 14:35


საქართველოში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 2016 წლის მარტში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2,3% შეადგინა.

ამასთან, ეკონომიკურმა ზრდამ საქართველოში მარტის თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3,4% შეადგინა, აღნიშნულია „საქსტატის“ მასალებში.


საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზის თანახმად, ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 2016 წელს 3%-ის ფარგლებში იქნება. ბოლო პერიოდში ქართულ ეკონომიკაზე დადებითი გავლენა მოახდინა საინვესტიციო აქტიურობამ, განსაკუთრებით სამშენებლო დარგში. ვარაუდობენ, რომ ეს ტენდენცია წლის განმავლობაში გაგრძელდება.

თუმცა, ეროვნულ ვალუტაში ნომინირებულ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთის ზრდა და ბანკების საკრედიტო პორტფელის ზრდის შესუსტება მთლიან მოთხოვნას ასუსტებს. საქართველოს ეკონომიკაზე ძლიერ გავლენას ახდენს საგარეო სექტორი, ხოლო გლობალური ეკონომიკა ჯერ კიდევ სუსტია და რეგიონის ქვეყნებს პრობლემები ჯერ კიდევ აქვთ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოში 2016 და 2017 წლებში მშპ-ის ზრდის პროგნოზი 2,5% და 4,5%-მდე შეამცირა. მანამდე საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოში 2016 წელს მშპ-ის ზრდას 3%-ს, ხოლო 2017 წელს — 5%-ს ვარაუდობდა. საქართველოს მთავრობა, თავის მხრივ, ეკონომიკურ ზრდას 3%-ს პროგნოზირებს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს ყველა მეზობელ ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით, პრაქტიკულად, ანალოგიური ვითარებაა. კერძოდ, 2016 წელს სომხეთში მშპ შემცირდება 1,9%-ით, რუსეთში —1,8%-ით, ხოლო აზერბაიჯანში — 3%-ით. რაც შეეხება თურქეთს, სავალუტო ფონდი წელს ეკონომიკის ზრდას 3,8%-ით ვარაუდობს.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები