პოლიტიკა

დაგეგმილი წვრთნები საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას და ამერიკულ ჯარებთან თავსებადობას ემსახურება

09.05.16 14:50


დაგეგმილი წვრთნები საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებასა და ქვეყნის ამერიკულ ჯარებთან თავსებადობას ემსახურება – ასე გამოეხმაურა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებებს იმის შესახებ, რომ საქართველოში დაგეგმილი წვრთნები პროვოკაციულ ხასიათს ატარებს.

მისივე შეფასებით, დაგეგმილი წვრთნები და მასზე გამოხმაურებები პირდაპირ მიანიშნებს, თუ ვინ ზრუნავს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაზე და ვინ ემუქრება მას.

„საქართველოში დაგეგმილი წვრთნები მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად, რაც ემსახურება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას, საქართველოს თავსებადობას ამერიკულ ჯართან, რაც არის ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანა. ეს წვრთნები და მასზე გამოხმაურებები პირდაპირ მიანიშნებს, თუ ვინ ზრუნავს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაზე და ვინ ემუქრება მას“, – განაცხადა ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 11-26 მაისს დაგეგმილი ქართულ-ამერიკულ სამხედრო სწავლება პროვოკაციულ ნაბიჯად შეაფასა და განაცხადა, რომ ეს ქმედება სამხრეთ კავკასიის რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური ვითარების გაუარესებას ითვალისწინებს.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები