პოლიტიკა

გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესია გაიხსნა

19.09.18 11:30


გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიამ ნიუ-იორკში მუშაობა დაიწყო.

ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს პრესსამსახური ავრცელებს.

სესიის გახსნაზე კოლუმბიის საგარეო საქმეთა მინისტრი მარია ფერნანდა ესპინოსა სიტყვით გამოვიდა. მისი თქმით, სესიის მუშაობის დროს პრიორიტეტულ ყურადღებას მიაქცევს მიგრაციის, გარემოს დაცვის საკითხებს, შშმ პირების უფლებებს, გენდერულ თანასწორობას და მდგრადი განვითარების მიმართულებებს.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტიერეშმა გაეროს პრიორიტეტებზე ისაუბრა და მსოფლიოს ლიდერებს, რომლებიც მომდევნო კვირას ჩავლენ ნიუ-იორკში, თანამშრომლობის მზადყოფნისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, „გახლეჩისა და პოლარიზაციის პირობებში“ მსოფლიოს გენერალური ამსაბლეა სჭირდება, რომელიც საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობის დემონსტრირებას ახდენს.

გენერალური ასამბლეის მუშაობის პირველ დღეებში პროცედურული საკითხების გავლა ხდება.

ყოველწლიური დისკუსიები უკვე 25 სექტემბერს დაიწყება და 1 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

ტრადიციულად მათ ბრაზილია გახსნის, ამის შემდეგ სიტყვით აშშ-ს პრეზიდენტი გამოდის.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები