საზოგადოება

ლევან დავითაშვილი საქართველოს კლიმატის ცვლილებების კონფერენციას დაესწრო

19.09.18 12:15


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს კლიმატის ცვლილებების კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

კონფერენცია, ღია დიალოგის ფორმატში,კლიმატის ცვლილების ეროვნული პოლიტიკის შემუშავების შესახებ „ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის“ (NDC) პროცესისგაცნობას ისახავს მიზნად.

როგორც ლევან დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, კლიმატის საკითხთან დაკავშირებით ღია დიალოგის ფორმატშიმსჯელობა კლიმატის ცვლილების ეფექტიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებას უზრუნველყოფს.მინისტრმა ორგანიზატორებს, გერმანიის მთავრობას და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) და კონფერენციის მონაწილეებს ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.

„საქართველომ 2015 წელს ეროვნულ დონეზე დააფიქსირა საკითხისადმი დამოკიდებულება, როდესაც „პარიზის შეთანხმება კლიმატის ცვლილებების შესახებ“ ხელმომწერი გახდა.

საქართველო აქტიურად მონაწილეობს იმ პოლიტიკის შექმნაში, რომელიც, ერთი მხრივ, კლიმატის ცვლილების შემცირებას და, მეორე მხრივ, კლიმატის ცვლილების ადაპტაციის გეგმის შემუშავებას უკავშირდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური განვითარებისას ემისიები მაქსიმალურად იყოს შემცირებული და ასევე, გვქონდეს კლიმატის ცვლილების ადაპტაციის ეროვნული პოლიტიკა. მნიშვნელოვანია ყველა ინსტიტუციის კოორდინირებული მუშაობა. ევროკავშირის ინიციატივა „მერების შეთანხმება“ ფარგლებში, საქართველოს 23 მუნიციპალიტეტი 2020 წლისათვის ემისიების 20%-ით შემცირების ვალდებულებას იღებს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების განყოფილების ხელმძღვანელის, დანიელ ჰაასის განცხადებით, საქართველოკლიმატის ცვლილების შესახებ გაეროს ჩარჩო კონვენციის ხელმომწერია, რაც ქვეყანას აღნიშნული მიმართულებით რიგ ვალდებულებებს აკისრებს.

„საკითხი მეტად კომპლექსურია. დღევანდელი ღონისძიება კი, ძალიან მნიშვნელოვანი, რადგანკლიმატის ცვლილების პოლიტიკის შემუშავებისთვის საჭირო ყველა ორგანიზაცია და დაინტერესებული მხარეა წარმოდგენილი. მე მოხარული ვარ, რომ აღნიშნულ აქტივობაში გერმანიის მთავრობას თავისი წვლილი შეაქვს“, – განაცხადა დანიელ ჰაასმა.

ღონისძიებას სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები