პოლიტიკა

საქართველოში საქმიანობა დაიწყო ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დამკვირვებელმა მისიამ

19.09.18 12:45


საქართველოს მთავრობის მოწვევით ქვეყანაში საქმიანობა დაიწყო ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებელმა მისიამ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელს, ელჩ გერტ-ჰაინრიხ არენსს უმასპინძლა.

შეხვედრისას საუბარი შეეხო ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისთან (OSCE/ODIHR) საქართველოს თანამშრომლობის საკითხებს და ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ მადლობა გადაუხადა OSCE/ODIHR-ს ქართული მხარის მოწვევაზე დადებითი გამოხმაურებისათვის და დაუდასტურა მზაობა მაქსიმალური დახმარება გაუწიოს სადამკვირვებლო მისიას ეფექტურ ფუნქციონირებაში.

OSCE/ODIHR გასული არჩევნების მსგავსად, წელსაც ყველაზე დიდი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიით იქნება წარმოდგენილი. მისიის მანდატით, საპრეზიდენტო არჩევნებს 400-მდე საერთაშორისო დამკვირვებელი გაუწევს მონიტორინგს, მათ შორის 28 გრძელვადიანი და 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები