პოლიტიკა

უკრაინის მთავრობამ საქართველოსთან ID ბარათებით მიმოსვლას მხარი დაუჭირა

19.09.18 16:00


უკრაინის მთავრობამ საქართველოსთან ID ბარათებით მიმოსვლის პროექტს მხარი დაუჭირა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, შესაბამის ბრძანებას ხელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ვოლოდიმირ გროისმანმა მოაწერა.

შეთანხმება ითვალისწინებს, რომ უკრაინის მოქალაქეებს შეეძლებათ საქართველოში ჩამოსვლა შიდა ID ბარათების გამოყენებით.

საქართველო და უკრაინა ID ბარათებით სარგებლობის შესახებ შეთანხმებას ხელს გაეროს გენერალური ასამბელის 73-ე სესიის ფარგლებში, ნიუ-იორკში მოაწერენ.

დღესდღეობით, ქვეყნებს შორის მოქმედებს 1999 წლის 31 მარტის შეთანხმება უვიზო მიმოსვლის შესახებ.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები