პოლიტიკა

“პატრიოტთა ალიანსის“ დაშლის შემთხვევაში, ირმა ინაშვილს შესაძლოა, მმართველმა გუნდმა ვიცე-სპიკერის პოსტი შეუნარჩუნოს

19.09.18 16:40


“ქართულ ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების“ შესაძლო დაშლის მიუხედავად, მისმა ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა ვიცე-სპიკერის თანამდებობა უნდა შეინარჩუნოს.

ინაშვილი პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე იმ კვოტით არის არჩეული, რომელიც რეგლამენტის მიხედვით, ფრაქციას ეკუთვნის. ინაშვილი ვიცე-სპიკერის პოსტზე სწორედ ფრაქციამ წარადგინა, რომელიც ახლო მომავალში დაიშლება, თუკი მას ერთ-ერთი წევრი ნატო ჩხეიძე დატოვებს და რომელიმე სხვა დეპუტატი არ შეურთდება.

როგორც ამ თემაზე “ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა განაცხადა, მოქმედი რეგლამენტი ინტერპრეტაციის საფუძველს იძლევა, თუ რა ხდება იმ შემთხვევაში, როცა ფრაქცია იშლება, რადგან რეგლამენტში პირდაპირ არ წერია, რომ ვიცე-სპიკერის წარმდგენი სუბიექტის დაშლა, მისი უფლებამოსილების ავტომატურად შეწყვეტას იწვევს.

კახიანი იმასაც ამბობს, რომ მოცემულმა შემთხვევამ გამოავლინა საკითხი, რაც ახალ რეგლამენტზე მუშაობის პროცესში უნდა მოწესრიგდეს და სამომავლოდ რეგლამენტმა მკაფიოდ და ცხადად უნდა დაარეგულიროს, რა ხდება ისეთ შემთხვევაში, როცა ფრაქცია უქმდება.

“პარლამენტის რეგლამენტში არ არის ნორმა, რომელიც პირდაპირ ითვალისწინებს ფრაქციის დაშლისა და გაუქმების შემთხვევაში, ფრაქციის კვოტით წარდგენილი ვიცე-სპიკერის მიერ თანამდებობის ავტომატურ დაკარგვას და უფლებამოსილების ავტომატურ შეწყვეტას. ვიცე-სპიკერის უფლებამოსილების შეწყვეტის ერთადერთ საფუძველად განსაზღვრულია შემთხვევა, თუ მას წარმდგენი სუბიექტი უკან გამოიწვევს. ირმა ინაშვილი ფრაქციის მიერ არის წარდგენილი და ფრაქციას ის უკან არ გამოუწვევია. ამასთან, ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე ის არჩეულია პარლამენტის მიერ. წარმდგენი სუბიექტის დაშლა და არარსებობა კი, ვიცე-სპიკერის უფლემოსილების შეწყვეტის საფუძვლებში არ წერია. საკითხი სადაოა და ამ მხრივ რეგლამენტი ინტერპრეტაციის საფუძველს იძლევა“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ გიორგი კახიანმა.




წყარო : /www.presa.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები