პოლიტიკა
20.09.18 10:30
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი ჩვენთვის წითელ ხაზს წარმოადგენს, ისტორიულად, ორივე რეგიონი ჩვენი სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილია.
ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია Fox-ის ეთერში, გადაცემა Special Reports-ის წამყვან ბრეტ ბაიერის კითხვას, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, ხოლო საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიზანია ნატოში გაწევრიანება, განიხილება თუ არა ალიანსში ქვეყნის მხოლოდ 80%-ის ინტეგრაცია.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ნატოს წევრობა არის უმთავრესი პრიორიტეტი და ამ საკითხს დიდი ყურადღება ეთმობა.
“დიახ, ნატოს წევრობა არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი. ჩვენ ყოველთვის იმაზე მეტს ვაკეთებთ, ვიდრე მოგვეთხოვება. მართალია, ჩვენი ეკონომიკა არც თუ ისე მსხვილია, მაგრამ ჩვენ ვხარჯავთ ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ზე მეტს თავდაცვის სფეროში. ჩვენი ურთიერთობა და მეგობრობა აშშ-სთან ბრძოლაშია გამოცდილი. ჩვენი მებრძოლები მხარდამხარ ებრძვიან საერთაშორისო ტერორიზმს ავღანეთსა და ერაყში. ერთ სულ მოსახლეზე შეტანილი წვლილის სტატისტიკით, ჩვენ ვართ ყველაზე მსხვილი წვლილის შემტანი ამ საერთაშორისო მისიებში. ჩვენ ძალიან სერიოზულად ვეკიდებით ამ საკითხს”, - განაცხადა პრემიერმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რას უპასუხებდა ამერიკის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც აშშ-ის მესამე მსოფლიოში ჩათრევის საკითხი აწუხებთ, რაც გამოწვეულია რუსეთის ქმედებებით აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი სახელმწიფოს წინააღმდეგ, საქართველოს ჩათვლით, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანებით ჩვენი რეგიონი ბევრად უფრო პროგნოზირებადი და მდგრადი გახდება, რაც ისევ რუსეთის ინტერესებშია.
წყარო : /www .pia.ge/
წაკითხულია : 181
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24
-
3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული
11:0025.04.24
-
10:3725.04.24
-
10:0025.04.24
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24
-
10:5924.04.24
-
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს
10:3724.04.24
-
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართა
10:0024.04.24
-
8:5224.04.24
-
ეკა სეფაშვილი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
18:0023.04.24
-
სურსათის სააგენტომ ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოავლინა
17:4123.04.24
-
17:1823.04.24
-
17:0023.04.24
-
სოზარ სუბარი: ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციით განვამტკიცოთ ქართველობა, ჩვენი ეროვნულობა
16:3623.04.24
-
სახალხო დამცველმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეუთო/ოდირს მიმართა
16:1623.04.24
-
15:5323.04.24
-
პრემიერი - ჩვენ გვაქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი
15:3023.04.24