პოლიტიკა

მამუკა ბახტაძე ვაშინგტონში დღეს მაიკლ პომპეოს შეხვდება

20.09.18 11:00


საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ვაშინგტონში დღეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, მაიკლ პომპეოს შეხვდება.

შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.

მხარეები საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად მიმართულებებზე, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, ასევე, ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებაზე ისაუბრებენ.

აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მამუკა ბახტაძე დღესვე გამართავს შეხვედრებს მსოფლიო ბანკის ჯგუფის პრეზიდენტ ჯიმ იონგ კიმსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორ კრისტინ ლაგარდთან.

ვაშინგტონში შეხვედრების დასრულების შემდეგ მთავრობის მეთაურის ვიზიტი ნიუ-იორკში გაგრძელდება, სადაც 27 სექტემბერს მამუკა ბახტაძე გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის გენერალური დებატების მონაწილეებს ქართულ ენაზე მიმართავს.





წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები