საზოგადოება

ეროვნული არქივის საერთაშორისო კონფეენცია გაიხსნა

20.09.18 12:20


საქართველოს იუსტიციის სამინისტროსეროვნული არქივში 20 სექტემბერს ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია „არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა -ტენდენციები და გამოწვევები” გაიხსნა.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სამდღიანი ღონისძიება საქართველოს იუსტიციის მინიტრის პირველმა მოადგილემ მიხეილ სარჯველაძემ,ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა და ლიეტუვას მთავარმა არქივისტმა რამოიუს კრაუელისმა გახსნეს.

კონფერენცია სამი სექციისაგან შედგება. მასში 120-მდე ქართველი და უცხოელი მეცნიერი მონაწილეობს. ტრადიციული ბლოკების გარდა,კონფერენციაზე ცალკე მიმართულებად არის წარმოდგენილი 1918-21 წლების საქართველოსადა სამხრეთ კავკასიასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების წინაპერიოდსა და პირველი ქართული დემოკრატიული სახელმწიფოს ემიგრაციასთან დაკავშირებული თემები.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები