პოლიტიკა

საქართველოში ნებისმიერი სამსახური შესაძლოა, საათობრივ ანაზღაურებაზე გადავიდეს

20.09.18 13:00


საქართველში შესაძლოა, ნებისმიერი სამსახური საათობრივ ანაზღაურებაზე გადავიდეს.

ამის შესახებ საკანონმდებლო წინადადება პარლამენტში უკვე შესულია. წინადადებება, რომლის ავტორიც მოქალაქე მაკა მინდიაშვილია, „შრომის კოდექსში“ გარკვეულ ჩასწორებებს გულისხმობს.

როგორც საკნონმდებლო წინადადებაშია აღნიშნული, კერძო სექტორში, დამსაქმებლები თვითნებურად მოქმედებენ და არსებულ შრომის კოდექსს თავის სასარგებლოდ იყენებენ.

ამასთან, წინადადების ავტორის თქმით, ქვეყანაში უნდა შეიქმნას მონიტორინგის სამსახური, რომელიც მთელ საქართველოში გააკონტროლებს შრომის კოდექსის სრულყოფილ მუშაობას.

მათ შორის, საკანონმდებლო წინადადებების თანახმად, ღამის ცვლაში 22:00 საათის შემდეგ ანაზღაურება უნდა იყოს გაორმაგებული. ამასთან, ნებისმიერი სამსახური საათობრივ ანაზღაურებაზე უნდა გადავიდეს; ხელფასი კი საათში მინიმუმ – 5 ლარი და მზარდი-შრომის, პასუხისმგებლობისა და დამსახურების მიხედვით უნდა იყოს. ამასთან, დამსაქმებელს უნდა დაეკისროს ჯანმრთელობის სრული სადაზღვევო ვალდებულების აღება იმ დასაქმებულზე, რომელიც სამსახურში უკვე 1 წლიანი კონტრაქტით არის მიღებული.





წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 451


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები