საზოგადოება

შსს-ში დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკური მონაცემების დამუშავების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

20.09.18 13:30


შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ორგანიზებითა და ევროსაბჭოს მხარდაჭერით, დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკური მონაცემების დამუშავების საკითხებზე უწყებათშორისი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, მთავარი პროკურატურის, იუსტიციის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის, უზენაესი სასამართლოს, იურიდიული დახმარების სამსახურისა და სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები.

სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკური მონაცემების შეგროვების კუთხით თავიანთ უწყებებში არსებულ ინსტრუმენტებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. შეხვედრის დასასრულს, მხარეები სამომავლო გეგმებსა და ამ ტიპის დანაშაულებზე სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვების ერთიანი მეთოდოლოგიის შემუშავებაზე შეთანხმდნენ.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები