მსოფლიო

სომხეთი დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

21.09.18 15:30


სომხეთში 21 სექტემბერს დამოუკიდებლობის 27 წლისთავს აღნიშნავენ.

1990 წლის 21 სექტემბერს, მაშინდელი უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში, საბჭოთა კავშირიდან გასვლისა და დამოუკიდებელი სახელმწიფოს გამოცხადების შესახებ რეფერენდუმი ჩატარდა. მოსახლეობის 94%-მა ინიციატივას მხარი დაუჭირა.

23 სექტემბერს კი, უმაღლესმა საბჭომ სომხეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოაცხადა.

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სადღესასწაულო ღონისძიებები, ლოზუნგით „შენ დამოუკიდებელი ხარ“ მთელი ქვეყნის მასშტაბითა არის დაგეგმილი.

თბილისში, გვიან ღამით, ტელეანძა სომხეთის დროშის ფერებში განათდა.

შესაბამის ვიდეოს საქართველოში სომხეთის საელჩო ავრცელებს.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები