პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: მოგერინის მხრიდან სამკაოდ მაღალი შეფასება მიეცა იმ მიმდინარე რეფორმებს, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს

25.09.18 14:30


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, პრემიერ-მინისტრსა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს შორის გამართულ შეხვედრაზე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ორმხირივი თანამშრომლობის ყველა ძირითადი მიმართულება განიხილეს. ფედერიკა მოგერინის მხრიდან კი, სამკაოდ მაღალი შეფასება მიეცა იმ მიმდინარე რეფორმებს, რომელსაც საქართველოსმთავრობა ახორციელებს.

„ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლეს კომისართან ჩვენ განვიხილეთ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყველა ძირითადი მიმართულება. უნდა აღინიშნოს, რომ მოგერინის მხრიდან სამკაოდ მაღალი შეფასება მიეცა იმმიმდინარე რეფორმებს, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, ეკონომიკური და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით. აღინიშნა, რომ საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების წარმატებით შესრულება მომავალშიც გაგრძელდება, რაცხელს შეუწყობს საქართველოს შემგომ ინტეგრაციას ევროკავშირში.

საქართველოს აქვს ძალიან ამბიციური გეგმა გადადგას ნაბიჯები ასოცირების ხელშეკრულების მიღმა, რაც ბუნებრივია ევროკავშირის მხრიდან პოზიტიურად შეფასდა”-განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას დააღინიშნა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას სერიოზული წვლილი შეაქვს, რათა არ მოხდეს კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია.დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ევროკავშირი მომავალშიცგანაგრძობს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარკებებში ძალიან აქტიურ ჩართულობას და მიესალმება ყველა იმ ნაბიჯს, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება გადადგამს.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები