საზოგადოება

მანდატურის სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გათავისუფლდა

25.09.18 16:05


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გამარტივებული კონკურსი გამოაცხადა, რომელიც 30 სექტემბერს დასრულდება.

ამ დროისთვის ვახტანგ მეიფარიანის ადგილის დასაკავებლად 43 კანდიდატი იბრძვის.

არსებული ინფორმაციით, იგი თანამდებობიდან 18 სექტემბერს გათავისუფლდა. კონკურსის პირობების თანახმად კი, კანდიდატს ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება უნდა ჰქონდეს, სასურველია, ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა და მაგისტრის ხარისხის დიპლომი. მისი ანაზღაურება 4000 ლარი იქნება. გამოსაცდელი ვადა კი 6 თვეა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ცვლილებების გარდა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა 10 სექტემბერს თანამდებობიდან გადააყენა თავისი მოადგილეები ლია გიგაური და თემურ მურღულია. ასევე, მისივე გადაწყვეტილებით, თანამდებობა დატოვეს: შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, მაია მიმინოშვილმა და განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა, თამარ სანიკიძემ; მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, გიორგი მაჩაბელმა და ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენდირექტორმა, მანანა მიქაბერიძემ.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 82


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები