საზოგადოება

28 სექტემბერს, „ეთნოფესტი 2018“ გაიხსნება

25.09.18 16:20


ტრადიციული რეწვისა და დიზაინისთბილისის მეორე საერთაშორისო სამიტი „ეთნოფესტი 2018“ 28 სექტემბერს გაიხსნება, რომელსაც ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი თბილისის მერიის, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს.

„ეთნოფესტი 2018“-ის შესახებ პრესკონფერენცია თბილისის საკრებულოში გაიმართა, რომელსაც დედაქალაქის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი,ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების ხელმძღვანელი თათია ბიძინაშვილი და პროექტის ორგანიზატორი მაკა დვალიშვილი უძღვებოდნენ.

„ეთნოფესტი“ კიდევ ერთი ტრადიციული ატრაქციაა თბილისში, რომელიც რეგიონის ყველაზე მასშტაბური ფესტივალია და დარწმუნებული ვარ, სულ მალე, მსგავსი ტიპის საერთაშორისო ფესტივალებს შორის ძალიან მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს. თბილისის მერია შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებას მაქსიმალურად მხარს უჭერს. ჩვენ გვაქვს სპეციალური კოდი „კრეატიული თბილისი“, საიდანაც მსგავსი ტიპის ოსტატებს ვუჭერთ მხარს და ვაფინანსებთ. მიხარია, რომ მსგავსი ტიპის პლატფორმაზე, უკვე 150-ზე მეტი არტისტია გაერთიანებული, მათ შორის რეგიონებიდან“, – განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

150–ზე მეტი ოსტატი, დიზაინერი, მწარმოებელი საქართველოდან, სომხეთიდანდა აზერბაიჯანიდან, სამი დღის განმავლობაში28, 29, 30 სექტემბერს საგამოფენო ცენტრის „ექსპოჯორჯია“ მე-4, მე-5, მე-6 პავილიონებშითავიანთ პროდუქციას წარადგენენ.პარალელურად დიზაინერები დამარკეტოლოგები აშშ–დან, ჰოლანდიიდან, ინგლისიდან და სხვა ქვეყნებიდან, საჯაროლექციებს ჩაატარებენ.





წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები