პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: ჩემი სურვილია, 6 წლის ბოლოს ჩემს თავს მაინც ვუთხრა, რომ რაღაც გავაკეთე

25.09.18 16:45


პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ურეკში ამომრჩეველს შეხვდა. ზურაბიშვილის თქმით, მისთვის მნიშვნელოვანია არა თანამდებობა, არამედ ხალხის საკეთილდღეოდ საქმის კეთება.

„6 წელი არის საკმაოდ გრძელი ვადა და დიდი პასუხისმგებლობა. ჩემი სურვილია, ამ 6 წლის ბოლოს ჩემს თავს მაინც ვუთხრა, რომ რაღაცა გავაკეთე და ჯერ-ჯერობით მაქვს ეს ბედნიერება, რომ იქ, სადაც ვიყავი, ვიყავი არა სკამისთვის, არამედ საქმისთვის. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა გავაკეთე ის საქმე, რაც მიმაჩნდა, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი და ეს იყო ბაზების გაყვანა და მეორე, ნაკლებად დასანახი, სამინისტროს, მის რეორგანიზაციას და უწყების შეცვლას ეხებოდა, რომ იგი გამხდარიყო უფრო თანამედროვე, ევროპული სამინისტრო.

რაც შეხება დეპუტატისა და მაჟორიტარის რანგში, იქ უკვე მთავრი იყო, ბატონ ზვიადთან ერთად მოქალაქეობის საკითხის გადაწყვეტა კონსტიტუციაში და შემდგომ კანონში იმისათვის, რომ დღეს, თქვენი ახლობლები ვინც უცხოეთში არიან და ვისაც მიღებული აქვს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, ჰქონდეთ საშუალება, რომ აღიდგინონ საქართველოს მოქალაქეობა, აღარ დაკარგონ ამით ჩვენი ქვეყანა.

ყოველთვის ვიყავი დარწმუნებული, რომ ეს იყო ჩვენი ქვეყნის ინტერესი და არა მხოლოდ კონკრეტულად იმ ადამიანების ინტერესი. ამიტომ, ვიყავით ვალდებულნი, რომ ეს გაგვეკეთებინა, რადგან ამ ქვეყანაში, რომელსაც ისედაც დემოგრაფიული პრობლემა აქვს, რომელსაც სჭირდება გარეთ მყოფი ადამიანები, როგორც ელჩები ამ ქვეყნის, ხოლო როცა დაბრუნდებიან გამოცდილებისა და ბევრი სხვა ფორმით დახმარების მომტანი, არ დაგვეკარგა.

ამიტომ იმ ორ ადგილას, სადაც ვიყავი რაც შემეძლო გავაკეთე. დიდი დრო არ იყო, თითოეულ შემთხვევაში წელიწადნახევარი, მაგრამ 6 წელი ბევრად მეტია“,-აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 64


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები