საზოგადოება

ბაღის მე-2 სართულიდან ბავშვის გადმოვარდნის გამო 2 პირი დამნაშავედ ცნეს

25.09.18 17:00


თბილისის საქალაქო სასამართლომ სამსახურეობრივი გულგრილობის და არაჯეროვნად შესრულების საქმეზე თბილისის ერთ-ერთი ბაგა-ბაღის აღმზრდელი და აღმზრდელის თანაშემწე დამნაშავედ ცნო.

საქმე ეხება 2017 წელს მომდარ ფაქტს, რა დროსაც 3 წლის ბავშვი მეორე სართულიდან გადმოვარდა.

“სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 25 სექტემბერს ბაგა-ბაღის აღმზრდელმა და აღმზრდელის თანაშემწემ დაუდევარი დამოკიდებულების გამო სამსახურებრივი მოვალეობა არაჯეროვნად შეასრულეს და უმეთვალყურეოდ დატოვეს სამი წლის აღსაზრდელი, რომელიც ღია ფანჯარასთან მივიდა და მეორე სართულიდან გადავარდა, რის შედეგადაც მცირეწლოვანმა სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო”, – აცხადებენ პროკურატურაში.

უწყების ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო წარდგენილი ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თითოეულს 3 წლით პირობითი მსჯავრი განუსაზღვრა.





წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 82


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები