პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კულტურის, მეცნიერების, განათლების და მედიის კომიტეტის სხდომას მასპინძლობს

26.09.18 10:00


საქართველოს პარლამენტი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კულტურის, მეცნიერების, განათლების დამედიის კომიტეტის სხდომას მასპინძლობს. ეს პირველი შემთხვევა, როდესაც აღნიშნული კომიტეტის სხდომასაქართველოში ტარდება. სხდომაში ევროპის 15-ზე მეტი ქვეყნის პარლამენტის წევრი მონაწილეობს. კომიტეტიგანიხილავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა განათლების სისტემის თანამედროვე ტექნოლოგიურ მოთხოვნებთანშესაბამისობაში მოყვანა, ევროპის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, ასევე თანამედროვე მედიის წინაშე მდგარიგამოწვევები, მათ შორის დეზინფორმაციის და პროპაგანდის მზარდი საფრთხეები დემოკრატიული ქვეყნებისთვის.

„მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა მიმდინარეობდა კომიტეტის სხდომაზე. დიდი დრო დაეთმო დეზინ ფორმაციისდა პროპაგანდის მზარდ საფრთხეებზე მსჯელობას, ასევე პროპაგანდასთან გასამკლავებლად ევროპის ქვეყნებში მიმდინარე ღონისძიებებზე მსჯელობას.

მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო ასამბლეაში არაერთი მოხსენებ ამზადდება ამ საკითხზე და თითქმის ქვეყანა არ დარჩა, რომლის წარმომადგენელი ამ საკითხზე არ მუშაობდეს, მთავარი პრობლემა, მაინც ქვეყნებს შორის საერთო ხედვებზე ჩამოყალიბება რჩება.

პოზიტიური ტენდენციაა, რომ ბევრი ქვეყანა ავითარებს მედია წიგნიერების პროგრამას.

საქართველოს ამ მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გამოცდილება აქვს, რაზეც დღეს ბევრი ვისაუბრეთ.

რასაკვირველია, პარლამენტის როლი დეზინფორმაციასთან და პროპაგანდასთან ბრძოლის საკითხებში არისგანსაკუთრებული, ეს იქნება ეფექტიანი საკანონმდებლო რეგულაციების შემუშავების თუ კანონის აღსრულებაზეზედამხედველობის საკითხები. საქართველოს პარლამენტი ამ მიმართულებით ინტენსიურ მუშაობას გააგრძელებს”, -განაცხადა ნინო გოგუაძემ.

კომიტეტის სხდომაზე მოწვეულები იყვნენ საქართველოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, საზოგადოებრივიმაუწყებელი, ასევე არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კულტურის, მეცნიერების, განათლებისა და მედიის კომიტეტს პარლამენტისსახელით ნინო გოგუაძე მასპინძლობს.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები