პოლიტიკა

დავით ზალკალიანმა ლიბიელ კოლეგასთან დაკავებული ქართველი მეზღვაურების საკითხი განიხილა

26.09.18 10:15


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ლიბიელ კოლეგასთან, მოჰამედ ტაჰა სიალასთან შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრის პარალელურად შეხვედრაზე განხილული იქნა ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურების საკითხი.

მათივე ინფორმაციით, დავით ზალკალიანმა კოლეგას მადლობა გადაუხადა ქართველი მეზღვაურების გათავისუფლების პროცესში ჩართულობისთვის და ასევე იმედი გამოთქვა, რომ დანარჩენ პირებთან მიმართებაშიც ლიბია ძალისხმევას არ დაიშურებს პროცესის დროული დასრულებისა და მეზღვაურების სამშობლოში დაბრუნებისათვის.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა ქართული მხარე ყურადღებით ადევნებს თვალს ლიბიაში მიმდინარე პროცესებს და იმედს გამოთქვამს, რომ ლიბიის მთავრობა საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური მხარდაჭერით შეძლებს ქვეყნის მშვიდობიანი და უსაფრთხო განვითარების უზრუნველყოფას. მხარეებმა გამოთქვეს დაინტერესება განავითარონ მეგობრული ურთიერთობები, როგორც ორმხრივ, ასევე საერთაშორისო ფორმატებში.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები