საზოგადოება

ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები საქართველოს დატოვებს

26.09.18 10:30


ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები საქართველოს 27 სექტემბერის შემდეგ დატოვებს.

ინორმაციას საპატრიარქოს პრეს-სამსახური ავრცელებს.

"ა.წ. 26 სექტემბერს, საღამოს ლოცვაზე და 27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულზე, წმ. ქეთევანის წმინდა ნაწილები დაბრძანებული იქნება წმ. სამების საკათედრო ტაძარში, საიდანაც 14:00 საათზე სიწმინდე გადაბრძანდება მუზეუმში, შემდეგ კი ინდოეთში დაბრუნდება.

მორწმუნეთ ექნებათ შესაძლებლობა სამების საკათედრო ტაძარში კიდევ ერთხელ მიეახლონ წმ. დედოფლის წმინდა ნაწილებს და სთხოვონ ლოცვა-კურთხევა.

წირვის ბოლოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გადაიხდის პარაკლისს და წმ. დედოფალს, წმინდათა დასს, დედა ღვთისმშობელსა და უფალს შეავედრებს საქართველოს მთლიანობასა და კეთილდღეობას",-ნათქვამია განცხადებაში.

27 სექტემბერს სრულდება 25 წელი აფხაზეთის ოკუპაციიდან.






წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები