პოლიტიკა

2012 წელთან შედარებით სიღარიბე შემცირებულია, ხალხთან ჩაწერილი ინტერვიუები სიყალბის ნაწილია - კობახიძე

26.09.18 10:45


პარლემენტის თავმჯდომარე ამბოპბს, რომ მისმა ხელისუფლებამ საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი შეამცირა. რაზეც ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ უთხრა, რომ რადგან მას დღეს აქვს დაბადების დღე ამიტომ დაინობს ხალხის ინტერვიუებს არ აჩვენებს.

"2012 წელთან შედარებით სიღარიბე შემცირებულია, თუმცა სიღარიბე კვლავაც 20% რჩება, ეს ნიშნავს იმას, რომ 100 000-ბით ჩვენი მოქალაქე სიღარიბეში ცხოვრობს... ეს ინტერვიუებიც სიყალბის ნაწილია", - უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ გრიგოლიას, რაზეც გადაცემის წამყვანმა ასე უპასუხა:

"შეურაცხყოფას ნუ მომაყენებთ, თქვენ რა იცით რა ინტერვიუების გაშვებას ვაპირებთ?"

"ვიცი, რასაც უშვებთ ხოლმე. ყალბი სურათი იქმნება საზოგადოებაში. გეტყვით მიზეზს, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობდა 27% დაახლოებით მილიონი ადამიანი გამოდის. ეს მაჩვენებელი 7%-ით შემცირდა და ჩამოვიდა 800 000-მდე. შესაბამისად ნებისმიერ ტელევიზიას შეუძლია 5 წლის განმავლობაში ჩაწეროს და გაუშვას ეს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 73


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები