პოლიტიკა

პრემიერმა და ავსტრიის კანცლერმა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასა და ორმხრივი ურთიერთობის პოზიტიურ დინამიკაზე ისაუბრეს

26.09.18 11:00


საქართველო-ავსტრიის ძლიერ ორმხრივ ურთიერთობებზე, ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესსა და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ავსტრიის ფედერალურმა კანცლერმა სებასტიან კურცმა გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში დღეს გამართულ შეხვედრაზე.

ხაზი გაესვა იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელსაც საქართველომ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიაღწია. პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ ევროპა ქართველი ხალხის ცივილიზაციური არჩევანია და ამ გზაზე დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერას საქართველოს მთავრობა აფასებს.

ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით მიმდინარეობაზე და ამ ტენდენციის გაგრძელების მნიშვნელობაზე, ასევე – პოზიტიურად შეფასდა საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესი.

საუბარი შეეხო საქართველოს განათლების სისტემაში დაგეგმილ რეფორმას. მთავრობის მეთაურმა ავსტრიის ფედერალურ კანცლერს საკუთარი ხედვა გააცნო და განსაკუთრებით აღნიშნა ავსტრიის, როგორც პროფესიული განათლების სფეროში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყნის გამოცდილების გაზარების მნიშვნელობა.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე და მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე – „ნაბიჯი უკეთესიმომავლისკენ“, რომელიც საოკუპაციო ხაზით გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენას ემსახურება და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისკენ მიმართული კიდევ ერთინაბიჯია.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები