პოლიტიკა

მერია თბილისში საკომუნიკაციო რუკის შექმნას აპირებს

26.09.18 12:30


მერია თბილისში საკომუნიკაციო რუკის შექმნას აპირებს. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ, დღეს 26 სექტემბერს თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მსგავსი რუკის არარსებობის პირობებში, გუშინ 25 სექტემბერს, კახეთის გზატკეცილზე მიმდინარე სამუშაოების დროს ინტერნეტის კაბელი დაზიანდა, რის გამოც, სახელმწიფო უწყებებს ნახევარი დღის განმავლობაში ინტერნეტი არ მიეწოდებოდა.

“ეს კატეგორიულად მიუღებელია, იმიტომ, რომ არ არსებობს არანაირი გეგმა ან სქემა მიწისქვეშა თბილისის. ჯერ კიდევ ჩემი ენერგეტიკის მინისტრობის დროს უამრავი შემთხვევა იყო, როდესაც კერძო საკუთრებაში ვიღაც რაღაც პროექტს ახორციელებდა, მიწის ამოღების დროს აზიანებდა ხაზებს და ნახევარ თბილისს ელ. ენერგია არ მიეწოდებოდა,” – ამბობს კალაძე.

როგორც მთავრობის სხდომაზე განმარტეს, მერია შესაბამის კომპანიებთან შეხვედრას დღეიდანვე დაიწყებს და ეტაპობრივად ქალაქის მიწისქვეშა კომუნიკაციებს სრულად აღწერს.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 82


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები