პოლიტიკა

ომანსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა ღრმავდება

26.09.18 13:00


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში შეხვედრა გამართა ომანის სასულთნოს საგარეო საქმეთა მინისტრთან იუსუფ ბინ ალავი ბინ აბულასთან.

მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს, რომ ომანსა და საქართველოს შორის ვითარდება მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები და გამოთქვეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ მათ გაღრმავებას.

ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ყურის ქვეყნებთან საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას, მათ შორის დინამიურად ვითარდება საქართველოს თანამშრომლობა ყურის ქვეყნების საბჭოსთან და არაბული ქვეყნების ლიგასთან. განსაკუთრებით გამოთქვა დაინტერესება გაიზარდოს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ბრუნვა, რასაც ხელს შეუწყობდა ამ ქვეყნებთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმები, რისი საკმაოდ წარმატებული გამოცდილებაც საქართველოს უკვე გააჩნია.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს რეგიონალურ მნიშვნელობას, მათ შორის სატრანზიტო და ენერგეტიკული მატარებლების მიმართულებით, ქვეყნის ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს, რაც კარგ საფუძველს ქმნის ომანელ ბიზნეს წრეებთან შემდგომი თანამშრომლობისთვის.

კმაყოფილებით აღინიშნა ომანის წამყვანი ავიაკომპანიების საქმიანობა.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 91


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები