პოლიტიკა

„გაგცემთ პასუხს გამოსვლისას“ - ანზორ ჩუბინიძე ლონდონის სასამართლოში მის წინააღმდეგ წარმოებულ სარჩელზე

26.09.18 13:15


სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე მედიასთან არ საუბრობს იმ სკანდალურ ჩანაწერზე რომელიც ომეგას სკანდალს შეეხება. ჩანაწერში მაღალჩინოსნის გვარი ფიგურირებს. ჩუბინიძე ერთ-ერთია იმ მოქმედ მაღალჩინოსნებს შორის, რომელთა წინააღმდეგაც „ომეგა ჯგუფის“ ბრიტანელი ადვოკატი ლონდონის სასამართლოს მიმართავს.

ჩანაწერში სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი საუბრისას ამბობს, რომ ანზორ ჩუბინიძეს აბარია ერთ-ერთი საქმე და ის არის ხელისუფლების სხვა პირებთან „მომგვარებელი,“ რაშიც მან გარკვეული თანხაც უნდა მიიღოს.

„გაგცემთ პასუხს გამოსვლისას“ - განაცხადა ჩუბინიძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 64


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები