პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ბელარუსის რესპუბლიკის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა

26.09.18 15:10


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბელარუსის რესპუბლიკის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები – ვიტალი მისევეცი და ივან კორჟი მიიღო.

მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებულ ისტორიული და მეგობრული ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები მიმოიხილეს.

ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ბელარუსს შორის მზარდ ეკონომიკურ ურთიერთობებზე.

შეხვედრაზე თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს – მათ შორის, საქართველოსა და ბელარუსის ქალაქებს შორის ურთიერთობების, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტისა და იმპორტის, ერთობლივი საწარმოების გახსნის შესახებ.

მეგობრობის ჯგუფის წევრების თქმით, ბელარუსი დაინტერესებულია კარგი მმართველობის, სახელმწიფო სერვისებისა და ტურიზმის განვითარების მიმართულებით, საქართველოს გამოცდილების გაზიარებით. ხაზგასმით აღინიშნა ტურიზმის, როგორც ხალხთაშორისი კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების განსაკუთრებულად ხელშემწყობი ფაქტორის მნიშვნელობა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სტუმრებს თანამშრომლობის სამომავლო გაღრმავებისთვის მზადყოფნა დაუდასტურა.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 73


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები