პოლიტიკა

გიორგი ტყემალაძე: „ტაქსების რეგულაციებით თბილისელების კომფორტული მგზავრობა და უსაფრთხოება მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი“

26.09.18 16:20


თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე ტაქსების რეგულაციებთან დაკავშირებით დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებას გამოეხმაურა.

„მინდა გამოვეხმაურო თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებას დედაქალაქში ტაქსების რეგისტრაციასთან დაკავშირებით. ტაქსებისთვის რეგულაციების დაწესება მნიშვნელოვანი და დროულია.

რეგულაციების შედეგად, თბილისელების და დედაქალაქის სტუმრების კომფორტული მგზავრობა დაუსაფრთხოება მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ადამიანმა, რომელიც ტაქსით გადაადგილდება, დაცულად იგრძნოს თავი. ამავე დროს, მუნიციპალიტეტი ტაქსის მძღოლებისთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე და შეღავათების დაწესებაზე მუშაობს.

ასევე, მათთვის სპეციალური, უფასო საპარკინგე ადგილები გამოიყოფა.

2019 წლის პირველი ოქტომბრიდან თბილისში მოძრავი ყველა ტაქსი თეთრი ფერის იქნება, სამკარიანი და მარჯვენა საჭიანი ავტომობილები კი ამ სერვისის გაწევას ვერ შეძლებენ. ეს სიახლეები ჩვენი ქალაქისთვისაუცილებელია, რომლის მეშვეობითაც ტრანსპორტის ხარისხი გაუმჯობესდება და კომფორტული იქნება. იმედია, ტაქსის მძღოლები ამ პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან,“– განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 55


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები