ანალიტიკა

ტიგრან გრიგორიანის „დიდი სომხეთი“, რომელიც მოიცავს თბილისსა და ბათუმს, ასევე მისი მილოცვა აფხაზ სეპარატისტებს აფხაზეთის ქართველების გენოციდთან დაკავშირებით.

02.10.18 16:15


როგორც ჩანს, სოხუმის აღების დღე აფხაზი სეპარატისტების მიერ და აფხაზეთში მოსახლე ქართველთა გენოციდის ორგანიზება სომეხ ბოევიკებთან ერთად სომეხი ნაციონალისტებისთვის გახდა უფრო დიდი დღესასწაული, ვიდრე აფხაზი სეპარატისტებისთვის. განსაკუთრებით გამოირჩა ე.წ „საერთაშორისო საზოგადოებრივი ორგანიზაციის „სამხედრო-პატრიოტული ბლოკის“ „გვარდიის ვარსკვლავის“უმაღლესი მთავარსარდალი“ ტიგრან გრიგორიანი, რომელიც „მთავარსარდლობს“ უგუნურ სომხურ გეოპოლიტიკურ პროექტებს მოსკოვიდან და რომელიც რუსეთში სომხური ლობის გავლენიან წარმომადგენლებთან არის კავშირში.

აქ მოყვანილია რამოდენიმე რუქა, რომლებსაც აქვეყნებენ სომეხი ნაციონალისტები ბლოკიდან „გვარდიის ვარსკვლავი“ თავიანთ მასალებსა და განცხადებებში:

როგორც ვხედავთ ამ რუქებზე „სომხური პრეტენზიების“ გარდა თურქეთის დიდი ნაწილისა და ჩრდილოეთ სირიის, „დიდი სომხეთის“ შემადგენლობაში შედის, პრაქტიკულად, მთელი სამხრეთ კავკასია. სხვათაშორის, ის მოიცავს თითქმის მთელს საქართველოს და ხანდახან სეპარატისტულ აფხაზეთსაც კი.

უფრო „მოკრძალებულ“ რუქას აქვეყნებს ტიგრან გრიგორიანი თავის Facebook გვერდზე:
მასში შედის ნახევარზე მეტი თურქეთის ტერიტორია, სომხეთის, ჯერ კიდევ, „მეგობარი“ ირანის ისლამური რესპუბლიკის ჩრდილოეთ-დასავლეთი, აზერბაიჯანის მნიშვნელოვანი ნაწილი, ყარაბაღისა და ნახიჩევანის ჩათვლით, სირიის ჩრდილოეთ-დასავლეთი („სალამი“ ბაშარ ასადს, რომელმაც სომხური ლობის ზეწოლით აღიარა საქართველოში სეპარატისტული ფორმირების დამოუკიდებლობა), ასევე საქართველოს სამხრეთი; თბილისის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, ასევე აჭარის ჩათვლით.

ამის მიხედვით, ტიგრან გრიგორიანისა და მისი „გვარდიის ვარსკვლავის“ შეხედულებები საქართველოს მომავალზე გასაგებია. მას სურს საქართველოს სახელმწიფოს განადგურება, ხოლო მისი დედაქალაქის, მთავარი პორტისა და თითქმის მიწების ნაწილის მიერთება „დიდ სომხეთთან“.

საჭიროა თუ არა ამის მერე გაოცება, რომ სოხუმის დაცემის წლისთავი და აფხაზეთში ქართველთა მოსახლეობის მასობრივი გენოციდი, სადაც უშუალო მონაწილეობას იღებდნენ სომეხი ბოევიკები ბაგრამიანის სახელობის ბატალიონიდან და სხვა ფორმირებებიდან, ტიგრან გრიგორიანის ნაირებისთვის დღესასწაულია. მან ოფიციალურად „გვარდიის ვარსკვლავის“ სახელით მიულოცა ქართველთა გენოციდის ერთ-ერთ ორგანიზატორს - სეპარატისტული რეჟიმის ე.წ „თავდაცვის მინისტრს“ მერაბ ქიშმარიას, რომელსაც რატომღაც „მირაბ“-ს უწოდებს.

„ღრმად პატივცემულო მირაბ ბორისოვიჩ,

გილოცავთ თქვენ და მთელ აფხაზ ერს უდიდეს დღესასწაულს - აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღეს. აფხაზმა ერმა ამ დროის განმავლობაში გაიარა ბევრი კრიზისი და განსაცდელი საკუთარი ეროვნული ღირებულებების შენარჩუნებით და რაც მთავარია სუვერენიტეტის, რომელიც მას ხვდა წილად აფხაზეთის საუკეთესო ვაჟებისა და ქალების სისხლით.

რუსეთი იყო ერთ-ერთი პირველთაგანი, რომელმაც აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

მეგობრობის შესახებ ორმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე, თანამშრომლობაზე და ურთიერთ დახმარებაზე რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის ჩვენ გაგვიჩნდა რეალური შესაძლებლობა ხელი შევუწყოთ ამ ორმხრივ ურთიერთობებს, რადგან აფხაზეთში უკვე მუშაობენ არა მხოლოდ ხელისუფლების ინსტიტუტები, არამედ სამოქალაქო საზოგადოება. ჩვენ, როგორც საერთაშორისო ორგანიზაცია მას შემდეგ რაც შევალთ სამართლებრივ ველზე ყველანაირად მხარს დავუჭერთ აფხაზ ხალხს და დავარწმუნებთ გაეროს წევრ სახელმწიფოებს ჩვენი წარმომადგენლების დახმარებით აფხაზეთის აღიარების შესახებ, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, გამომდინარე გაეროს ხალხთა თვითგამორკვევის უფლების დეკლარაციიდან, რომელიც მიღებულ იქნა 1970 წლის 24 ოქტომბერს. ასევე გვსურს ვუსურვოთ აფხაზ ერს მშვიდობა, საზოგადოებრივი სტაბილურობა, კეთილდღეობა და ნათელი მომავალი.

სამხედრო-პატრიოტული ბლოკი „გვარდიის ვარსკვლავი“

პრეზიდენტი გრიგორიან ტ.გ“

აი ასეთი „მეგობრები“ არიან ქართველებისთვის „ძმები-ქრისტიანები“ - სომეხი ნაციონალისტები. სოხუმის დაცემის ტრაგიკული წლისთავი და სომეხი ნაციონალისტების დამოკიდებულება ამ მოვლენისადმი უნდა დააფიქროს ქართველები საქართველოში. ისინი, ვისაც ჯერ კიდევ დაუფიქრებლად სჯერათ, რომ შეუძლიათ დაამყარონ „ორმხრივი სასარგებლო თანამშრომლობა“ საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ერის მტრებთან.





KavkazPlus

წაკითხულია : 460


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები