მსოფლიო

სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 9 დეკემბერს ჩატარდება

10.10.18 13:15


სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 9 დეკემბერს ჩატარდება, - იტყობინება სომხური გაზეთი „ჟამანაკი“.

გამოცემის ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია როდის გადადგება ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თანამდებობიდან, თუმცა კონსტიტუციის თანახმად, არჩევნები პრემიერის გადადგომიდან 30 დღის შემდეგ ტარდება და პარლამენტის დათხვონიდან არაუგვიანეს 45 დღისა.

გაზეთი წერს, რომ აღნიშნულიდან გამომდინარე არჩევნები ნოემბრის ბოლოს - დეკემბრის შუა რიცხვების პერიოდში უნდა ჩატარდებს.

„ჟამანაკი“ წერს, რომ ფაშინიანი თანამდებობიდან ერთ, ან ორ დღეში უნდა გადადგეს, რომ პარლამენტს პროცესუალური პროცედურისთვის დრო დარჩეს: პარლამენტის დათხვონისა და არჩევნების დანიშვნისთვის.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები