ეკონომიკა

2018 წლის იანვარ-სექტემბერში, ექსპორტი წინა წელთან შედარებით, 25.7 %-ით გაიზარდა – საქსტატი

15.10.18 15:00


საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განცხადებით, 2018 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 20,8 პროცენტით მეტია.

აქედან, საქსტატის განცხადებით, ექსპორტი 2.4 მილიარდი აშშ დოლარი იყო (25.7 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 6.7 მილიარდი აშშ დოლარი (19.1 პროცენტით მეტი).

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ-სექტემბერში 4.2 მილიარდი აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.3 პროცენტი შეადგინა.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები