პოლიტიკა

გიორგი გახარია რუმინეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს შეხვდა

16.10.18 17:30


საქართველოს ვიცე-პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია რუმინეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს, გეორგე ნუკე მარინის შეხვდა.

გიორგი გახარიამ რუმინეთის მხარეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში დახმარებისა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის არსებულ თანამშრომლობასა და სამომავლო ურთიერთობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ და გეორგე ნუკე მარინმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული რეადმისიის შეთანხმების საიმპლემენტაციო ოქმს, რომელიც ორ ქვეყანას შორის არარეგულარული მიგრაციის მართვას ხელს შეუწყობს.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები