საზოგადოება
16.10.18 17:45
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე იაპონიის ღვინის საკონსულტაციო კომპანიის „AC Asia“ და SONY-ის საგამოფენო ცენტრის „Warehouse TERRADA“ ოფიციალურ წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა იაპონიის სახელმწიფოში „Warehouse TERRADA“-ს საგამოფენო ცენტრში ექსპოზიციის „საქართველო - ღვინის სამშობლო“ მოწყობის საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.
ნოდარ კერესელიძემ შეხვედრაზე ვრცლად ისაუბრა ქართული ღვინის უძველესი ისტორიის და ვაზის ენდემური ჯიშების სიმრავლის შესახებ და სტუმრების ყურადღება საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში, ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში Cité des Civilisations Du Vin, გამართულ გამოფენაზე „საქართველო - მეღვინეობის აკვანი“ გაამახვილა.
მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, იაპონიის სახელმწიფო საქართველოსთვის სტრატეგიული პარტნიორია და ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისა და ღვინის ექსპორტის ზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ 2018 წელს, სუმოს ისტორიაში პირველად, ქართველი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, იმპერატორის თასის მფლობელი გახდა. ნოდარ კერესელიძის განცხადებით, ლევან გორგაძის გამარჯვება საქართველოს მიმართ იაპონელი ხალხის ინტერესს კიდევ უფრო ზრდის და არაერთი მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ ერთი ხელშემწყობი ფაქტორია.
„ჩვენ ვაფასებთ თქვენს უძველეს კულტურას, მოხარული ვართ, რომ საერთო ღონისძიების ფარგლებში, იაპონიაში გვექნება ქართული ღვინის და საქართველოს, როგორც უძველესი კულტურის მქონე ქვეყნის, ცნობადობის ამაღლების შესაძლებლობა. გვინდა, რომ აღნიშნული ღონისძიება შემდგომი წარმატებული ურთიერთობების დასაწყისი იყოს“, - განაცხადა შიმეონ სატომ, ღვინის საკონსულტაციო კომპანია „AC Asia“ წარმომადგენელმა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირები და ასოციაციის „ქართული ღვინო" აღმასრულებელი დირექტორი თინა კეზელი ესწრებოდნენ.
წყარო : /www .pia.ge/
წაკითხულია : 244
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
14:0023.04.24
-
13:3523.04.24
-
13:1523.04.24
-
საქსტატი - 2024 წლის პირველ კვარტალში თბილისში უძრავი ქონების ფასი გაიზარდა
12:4823.04.24
-
ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
12:2723.04.24
-
11:4423.04.24
-
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა
11:1223.04.24
-
10:4023.04.24
-
10:0023.04.24
-
7:5623.04.24
-
18:0022.04.24
-
17:4022.04.24
-
17:2022.04.24
-
16:5722.04.24
-
ირაკლი კობახიძემ თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობა დააანონსა
16:2522.04.24
-
16:0522.04.24
-
მამუკა მდინარაძე -29 აპრილის სახალხო შეკრებაზე ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად იქნება, ეს მისი სურვილია
15:4322.04.24
-
სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტი აღიკვეთა
15:2222.04.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა
14:5922.04.24
-
14:3022.04.24
-
14:0522.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ეროვნული მნიშვნელობის საკითხები დროულად იყოს განხილული
13:2522.04.24
-
სამინისტრო - ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით ახალი პროექტი იწყება
13:0022.04.24
-
მარიამ ქვრივიშვილი - 2024 წლის სამ თვეში საქართველომ უკვე მილიონ ტურისტს უმასპინძლა
12:3122.04.24
-
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს
12:0322.04.24
-
გურამ მაჭარაშვილი - სუვერენიტეტის შეზღუდვა სარწმუნოების გაქრობის ფონზე ხდება
11:3922.04.24
-
11:1522.04.24
-
10:4022.04.24
-
სუს-ი - მთელი ღამე მიმდინარეობდა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები
10:0022.04.24
-
18:0019.04.24
-
17:3719.04.24
-
17:0519.04.24
-
რომან გოცირიძე - ბიძინა ივანიშვილი უნდა შეჩერდეს, ამის საშუალებაა მკაცრი სანქციების დაწესება
16:4219.04.24
-
ლევან ხაბეიშვილი - პარლამენტი და პარლამენტარები ემსახურებიან რუს ოლიგარქს და არა ხალხს
16:2019.04.24
-
16:0019.04.24
-
15:3719.04.24