პოლიტიკა

მამუკა ბახტაძე პრეზიდენტის შეთავაზებაზე - მზად ვართ ნებისმიერ საკითხზე სასაუბროდ

17.10.18 10:15


ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ საკითხზე სასაუბროდ, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ შეკითხვას პრეზიდენტის წინადადებასთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდის აქტუალურ საკითხებზე მთავრობის სხდომა მოიწვიოს, რომელსაც გიორგი მარგველაშვილიც დაესწრება.

თუმცა, რაც შეეხება სხდომაზე განსახილველ საკითხებს, პრემიერმა აღნიშნა, რომ „ამას არეგულირებს შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო“. მამუკა ბახტაძე პრეზიდენტის შეთავაზებაზე მხოლოდ მცირე და ზოგადი კომენტარით შემოიფარგლა.

„საქართველოში მთავრობის სხდომას ვატარებთ ჩვეულებრივი განრიგით და ჩვეულებრივი რეჟიმით. ბუნებრივია. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ საკითხზე სასაუბროდ. რაც შეეხება მთავრობაზე განსახილველ საკითხებს, ამას არეგულირებს შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო და ამის შესახებ განცხადებას მთავრობის ადმინისტრაცია აუცილებლად გააკეთებს“, - განაცხადა ბახტაძემ.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები