საზოგადოება

თბილისის მერიაში ინსპექცია ამოქმედდა

17.10.18 11:15


თბილისის მერმა კახა კალაძემ წარადგინა ზედამხედველობის განახლებული საქალაქო სამსახური - მუნიციპალური ინსპექცია, რომელიც ქალაქში წესრიგს დაიცავს, ნათქვამია მერიის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

მთაწმინდაზე კლდე ისევ ჩამოინგრა.

ინსპექცია გააკონტროლებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობებზე მიმდინარე სამუშაოებსა და უნებართვო მშენებლობებს, გამოავლენს სანებართვო პირობების დარღვევებს.

ინსპექციის უფლებამოსილება ასევე მოიცავს უნებართვო გარე ვაჭრობისა და დასუფთავების წესების დარღვევების გამოვლენა-აღკვეთას; გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვას; რეკლამის გავრცელების წესების კონტროლსა და ხმაურის ნორმების გადაჭარბების ფაქტების აღკვეთას.

მერმა ასევე ყურადღება გაამახვილა საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც ინსპექტირების ფუნქციების გაძლიერების მიზნით გატარდა.

„რა თქმა უნდა, ნებისმიერი სამსახურის ეფექტიან მუშაობას განაპირობებს ასევე, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა. ამ მიმართულებით, წელს ახალი რეგულაციები ამოქმედდა, რომლის ძალაში შესვლამდე, სამართალდარღვევების რიცხვი საკმაოდ მაღალი იყო. ჯარიმები იმდენად მიზერულ თანხებს შეადგენდა, რომ სამართალდამრღვევი წესების დაცვას ჯარიმის გადახდას ამჯობინებდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მერის განცხადებით, მომავალი წლიდან რამდენიმე ახალი მიმართულება დაემატება, გაიზრდება ინსპექციის ადამიანური რესურსი, ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა და ტექნიკური აღჭურვილობა.

კალაძემ ასევე გასულ წელს ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მუშაობის შედეგები შეაჯამა. ამ პერიოდში გაიცა 1200-მდე მითითება და დაჯარიმების 1000-მდე დადგენილება, რომელთა საერთო მოცულობაც 10 მილიონ ლარს აღემატება.

„წარმატებას ვუსურვებ მუნიციპალურ ინსპექციას, დედაქალაქის მცხოვრებლებს და იმედს ვიტოვებ, რომ უფრო მეტად ვიზრუნებთ წესრიგზე და მუნიციპალური ქონების გაფრთხილებაზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისში ყველა ტაქსი თეთრი ფერის არ იქნება.

თბილისის საკრებულოს დადგენილებით, ზედამხედველობის საქალაქო სამსახური მუნიციპალურ ინსპექციად 1 ოქტომბერს იქცა.




წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები