პოლიტიკა

2019 წლის ბოლომდე 11 საბავშვო ბაღის მშენებლობა იგეგმება

17.10.18 11:45


თბილისის მერმა კახი კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სკოლამდელი აღზრდის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, საბავშვო ბაღების რაოდენობა არასაკმარისია, რაც სერიოზულ პრობლემებს ქმნის აღსაზრდელთა მშობლებისთვის.

კალაძის ინფორმაციით, 2019 წლის ბოლომდე 11 ბაღის პროექტის განხორციელება იგეგმება:

„გვესმის, რომ ყოველწლიურად ბევრი მშობელი ელოდება იმას, მოხვდება თუ არა თავისი შვილი ბაღში. ეს ცუდია იმიტომ, რომ ყველა მშობელს არ აქვს შესაძლებლობა, თავიანთი შვილები მოხვდნენ საბავშო ბაღებში, ეს გამოწვეულია იმით, რომ არის საბავშვო ბაღების ნაკლებობა. 2019 წლისთვის 11 საბავშვო ბაღის პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ.

2019 წლის ბოლოსთვის ეს პროექტები უნდა იყოს დასრულებული. წელს დაახლოებით 10 ბაღი აშენდა, თუმცა ეს არ არის საკმარისი“,-განაცხადა კახა კალაძემ.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები