პოლიტიკა

მამუკა ბახტაძე - სრული პასუხისმგებლობით მინდა აღვნიშნო, რომ ბიუჯეტში გადასახადს ყველა გადაიხდის

17.10.18 13:30


სრული პასუხისმგებლობით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ბიუჯეტში გადასახადს ყველა გადაიხდის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფზე" საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს საგამოძიებო ორგანოები შესაბამის შეფასებას მისცემენ.

„რაც შეეხება საქართველოში ბიზნესის და მისი ინტერესების დაცვას, ესეც ყველასთვის ნათელია და ამას მოწმობს ჩვენი პოზიცია საერთაშორისი რეიტინგებში. ის, რაც გავრცელდა სხვადასხვა ჩანაწერების სახით, დარწმუნებული ვარ, საზოგადოება კარგად გაერკვევა, საგამოძიებო ორგანოები შესაბამის შეფასებას მისცემენ, მაგრამ აქვე სრული პასუხისმგებლობით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ბიუჯეტში გადასახადს ყველა გადაიხდის. საბოლოო ჯამში, რასაც ჩვენ ვაკვირდებით, სამწუხაროდ, ეს ყველაფერი როგორც ჩანს ემსახურება წინასაარჩევნო პერიოდში დისონანსის შემოტანას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. აქვე მინდა განვაცხადო, რომ ნურავის ნუ ექნება ამის ილუზია. საქართველოში არჩევნები ჩატარდება თავისუფალ, სამართლიან და მშვიდ გარემოში, ისე, როგორც ეს შეეფერება იმ სტანდარტს, რისკენაც მივილტვით - საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის ნაწილი, რომელსაც აუცილებლად მივაღწევთ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები