პოლიტიკა

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი UNESCAP-ის სტატისტიკის კომიტეტის ბიუროს წევრად აირჩიეს

17.10.18 15:30


16 ოქტომბერს, ქ. ბანგკოკში (ტაილანდის სამეფო) გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (UNESCAP) სტატისტიკის კომიტეტის მე-6 სესიაზე, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე, ორი წლის ვადით, სტატისტიკის კომიტეტის ბიუროს წევრად აირჩიეს.

UNESCAP-ის სტატისტიკის კომიტეტის ბიუროს წევრთა არჩევნები სესიის პირველივე დღეს გაიმართა, რომელშიც UNESCAP-ის 50-მდე წევრი ქვეყნის სტატისტიკის სამსახურის ხელმძღვანელები, ასევე გაეროს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების (UNSD, UNDP, UNICEF, UN WOMAN, FAO, IOM) წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ბიურო სტატისტიკის კომიტეტის საკონსულტაციო და მაკოორდინირებელი ორგანოა, რომელიც მას თავისი ფუნქციების შესრულებაში ეხმარება. განახლებული ბიურო 5 წევრისგან შედგება, რომელიც საქართველოსთან ერთად, ჩინეთის, მალაიზიის, მიანმარის და სამოას სტატისტიკის სამსახურების ხელმძღვანელებს აერთიანებს.

რაც შეეხება UNESCAP-ის სტატისტიკის კომიტეტს, ის წარმოადგენს უმაღლესი დონის მთავრობათაშორის ფორმატს და სტატისტიკის საკითხებზე გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს აზიისა და წყნარი ოკეანეთის რეგიონში. კომიტეტის მეექვსე სესია 2018 წლის 16 ოქტომბერს გაიხსნა და მიმდინარე კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

ღონისძიების ფარგლებში გოგიტა თოდრაძემ მონაწილეობა მიიღო მაღალი დონის პანელურ დისკუსიაში და მდგრადი განვითარებისთვის 2030 წლის დღის წესრიგის ფარგლებში, საქართველოში ოფიციალურის სტატისტიკის წარმოების საკითხებზე ისაუბრა.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები