ეკონომიკა

ისრაელის სახელმწიფოსთან აგრარული მიმართულებით თანამშრომლობა ღრმავდება

17.10.18 17:00


ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „მაშავის“ პროგრამის დირექტორის მოადგილე იუვალ ფუქსი სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორს ლევან უჯმაჯურიძეს შეხვდა.

მხარეებმა მებოსტნეობის სექტორში თანამშრომლობის გაღრმავებაზე და სპეციალისტების გადამზადებაზე ისაუბრეს.

„ჩვენ, ძირითადად, ფოკუსირებას ვახდენთ ცოდნის ამაღლებაზე, ტრენინგებზე, ასევე, რეგიონებში ექსტენციის პროგრამის გაძლიერებაზე; გვაქვს სპეციალური პროგრამები, როგორც ფერმერებისთვის, ექსტენციონისტებისთვის, ასევე მკვლევარებისთვის. ჩვენ ჩამოვყალიბდებით, რა მიმართულებით შეგვიძლია თქვენი მხარდაჭერა“, - აღნიშნა იუვალ ფუქსმა.

ვიზიტის ფარგლებში, მაშავის პროგრამის დირექტორის მოადგილემ, ისრაელიდან ჩამოსულ მებოსტნეობის ექსპერტებთან ერთად, წილკნის ერთწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე მცენარეთა მიკროკლონური (In vitro) გამრავლებისა და უვირუსო სარგავლი მასალის და პროფესორ ივანე სარიშვილის სახელობის ნიადაგის კვლევის ლაბორატორიების მუშაობის პროცესს გაეცნო.



წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები