პოლიტიკა

დავით ზალკალიანი ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

18.10.18 10:15


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან, კარლ ჰარცელთან შეხვედრა გამართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის არსებული დინამიკა. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს მომავალში ორმხრივი თანამშრომლობის კონტექსტში დაგეგმილ ღონისძიებებზე და ხაზი გაუსვეს ინტენსიური თანამშრომლობის მნიშვნელობას მათი ეფექტიანი უზრუნველყოფისათვის.

მინისტრმა დადებითად შეაფასა 2018 წლის 15 ოქტომბერს ლუქსემბურგში გამართული ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალი და ხაზი გაუსვა ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პოლიტიკის სამომავლო მიზნების დასახვის აუცილებლობას. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის სტრატეგიული უსაფრთხოების დიალოგის შეხვედრაზე, რომელიც მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს არის დაგეგმილი, ასევე საქართველო - ევროკავშირის მაღალი დონის ფორმატის შეხვედრაზე, რომელიც წელს პირველად 21 ნოემბერს, ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის და ევროკომისიის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით გაიმართება.

მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ზემოხსენებული ფორმატის მნიშვნელობა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისათვის.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები