პოლიტიკა

გიორგი ვოლსკიმ საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეას სიტყვით მიმართა

18.10.18 10:30


ჟენევაში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 139-ე ასამბლეა გრძელდება, სადაც ინოვაციებსა და სამეცნიერო-ტექნოლოგიურ სიახლეებს განიხილავენ. ასამბლეას სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ვოლსკიმ მიმართა.

დღესვე, ქართულმა დელეგაციამ, სამუშაო შეხვედრა გამართა საპარლამენტთაშორისო კავშირის გენერალურ მდივანთან, მარტინ ჩუნგონგთან, სადაც განიხილეს საქართველოში 2020 წელს ახალგაზრდა პარლამენტართა მსოფლიო ფორუმის ჩატარების საკითხი.

საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაში, მსოფლიოს 140-მდე პარლამენტის 750-ზე მეტი პარლამენტის წევრი მონაწილეობს. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაში არიან პარლამენტის წევრი გიორგი ხატიძე და პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები