პოლიტიკა

ჯონათან კაცი - “საქართველო ახორციელებს დემოკრატიულ რეფორმებს და ერთ დღეს აუცილებლად გახდება ნატოს წევრი”

18.10.18 11:20


ვაშინგტონში, აშშ-ის გერმანიის მარშალის სახელობის ფონდში (German Marshall Fund of the United States/GMFUS), გაიმართა საქართველოს შესახებ დისკუსია სახელწოდებით: „Keeping Georgia’s Euroatlantic Future on Track.“

ღონისძიებას მოდერაციას უწევდა გერმანიის მარშალის სახელობის ფონდის წარმომადგენელი ჯონათან კაცი.

საკუთარ გამოსვლაში მან აღნიშნა საქართველოს მნიშვნელობა ამერიკის შეერთებული შტატებისათვის. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ასევესაქართველოში ბოლოდროინდელ მნიშვნელოვან ვიზიტებს, მათ შორის განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ძალზეწარმატებული ვიზიტი აშშ-ში, რაც ჯონათან კაცის თქმით კიდევ უფრო გააღრმავებს არსებულ მტკიცე ურთიერთობებს.

„მიმდინარე წლის სექტემბრიდან მოყოლებული საქართველოში განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი ვიზიტი, მათ შორის გაფართოებისა დაევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარის, იოჰანეს ჰანის თბილისში ვიზიტი; აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ვესმიტჩელისა და ნატო-ს თავდაცვის მინისტრების უაღრესად პოზიტიური შეხვედრები საქართველოში; თავის მხრივ საქართველოს პრემიერ-მინისტრისვიზიტი აშშ-ში ძალზე წარმატებული იყო, რომელმაც კიდევ უფრო განამტკიცა ორმხრივი ურთიერთობები ვაშინგტონთან. ყველაფერი ეს კიდევ ერთხელადასტურებს საქართველოს მიმართ არსებულ მნიშვნელოვან მხარდაჭერას ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების კუთხით,განსაკუთრებით კი NATO-ში ინტეგრაციის კუთხით, ერთ დღეს საქართველო აუცილებლად გახდება NATO-ს წევრი. ქვეყანა ასევე ატარებს დემოკრატიულრეფორმებს, რასაც საბოლოო ჯამში ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი ექნება“- განაცახდა ჯონათან კაცმა.

მისი თქმით, მაღალი დონის ვიზიტები კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მიმართ არსებულ მნიშვნელოვან მხარდაჭერას ქვეყნის ევროპულიდა ევროატლანტიკური მისწრაფებების კუთხით. მისი განცხადებით, წარმატებებთან ერთად ქვეყანა დგას მრავალი გამოწვევის წინაშე,განსაკუთრებული საფრთხე კი რუსეთის მხრიდან წარმოებულ პოლიტიკას უკავშირდება. მისი თქმით, ის არაერთხელ დარწმუნდა იმ წარმატებულირეფორმების შედეგებში, რომლებიც საქართველოში განხორციელდა.

მარშალის სახელობის ფონდში გამართულ ღონისძიებას აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და საქართველოდან ვიზიტითმყოფი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებიესწრებოდნენ.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები