ეკონომიკა

გიორგი ქობულია: ჩვენი ეკონომიკის წინსვლის ბერკეტი ექსპორტის განვითარებაა

18.10.18 12:00


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ ორგანიზებული ვაჭრობის ფინანსირების ყოველწლიური მეშვიდე ფორუმი გახსნა.

„საქართველოსთვის ვაჭრობა ყოველთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ვართ პატარა ეკონომიკა, ამიტომ ჩვენი ეკონომიკის წინსვლის ბერკეტი არისექსპორტის და საექსპორტო ვაჭრობის განვითარება. ამ კონტექსტში ვაჭრობის ფინანსირების ინსტრუმენტების განვითარება და გამოყენება საქართველოშიიქნება ძალიან მნიშვნელოვანი,“ - განაცხადა ქობულიამ.

თავის მისალმებაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ვაჭრობის ფინანსირების მნიშვნელობაზევაჭრობის სექტორის განვითარების მიმართულებით და იმედი გამოთქვა, რომ თბილისში ასეთი მაღალი დონის ფორუმის გამართვა სასარგებლო იქნებაროგორც საქართველოსთვის, ასევე ადგილობრივი ბიზნესისთვის.

EBRD-ის ვაჭრობის ფინანსირების პროგრამა ხელს უწყობს საგარეო ვაჭრობის განვითარებას ბანკის წევრ ქვეყნებში.

პროგრამის მეშვეობით აღნიშნული ბანკიუზრუნველყოფს გარანტიებს საერთაშორისო დამმოწმებელი ბანკებისთვის, საკუთარ თავზე იღებს რა გადახდის პოლიტიკურ და კომერციულ რისკებს, რისიპასუხისმგებლობაც წევრი ქვეყნების ბანკებს ეკისრებათ.

ვაჭრობის ფინანსირების ფორუმი 18 – 19 ოქტომბერს ჩატარდება. თბილისის ფორუმს 40 ქვეყნის 200-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრება. ბოლო რამდენიმეწლის მანძილზე მსგავსი ფორუმები ჩატარდა ვენაში, მაინის ფრანკფურტში, ლონდონსა და სტამბულში.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები