პოლიტიკა

სახალხო დამცველი საგამოძიებო მასალებზე წვდომას ითხოვს

18.10.18 12:45


სახალხო დამცველი საგამოძიებო მასალებზე წვდომას ითხოვს. ამასთან დაკავშირებით ომბუდსმენი შესაბამის კანონში ცვლილების შეტანის მოთხოვნით პარლამენტისთვის მიმართვას გეგმავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახალხო დამცველის მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ განუცხადა, ზოგიერთ საქმეში ომბუდსმენის აპარატს არ ეძლევა იმის შეფასების საშუალება, ხორციელდება თუ არა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები.

ჟურნალისტის კითხვაზე, კანონში აღნიშნული ცვლილების საჭიროება „ხორავას ქუჩის“ საქმის შემდეგ ხომ არ დადგა დღის წესრიგში, გიორგი ბურჯანაძე პასუხობს, რომ ეს საქმე ამ საჭიროების საილუსტრაციო იყო.

„სახალხო დამცველისთვის მნიშვნელოვანია, რომ მას საგამოძიებო მასალებზე ჰქონდეს წვდომა იმიტომ, რომ ზოგიერთ საქმეში არ გვეძლევა იმის საშუალება, შევაფასოთ ხორციელდება თუ არა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები. ზოგიერთი კატეგორიის საქმეში, მაგალითად როგორიც არის ადამიანის სიცოცხლის უფლება ან წამების აკრძალვა, ადამიანის უფლებების დაცვა მარტო იმას კი არ გულისხმობს, რომ ვნახოთ, მართლა მოკლეს თუ მართლა აწამეს ადამიანი, არამედ სახელმწიფო ასევე ვალდებულია ჯეროვანი პროცედურებით გამოიძიოს საქმე. ამ გამოძიების შესაფასებლად ჩვენ ბუნებრივია, გვჭირდება გარკვეული მასალები.

სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ საგამოძიებო მასალებზე წვდომა გვქონდეს.

ხორავას ქუჩის საქმე ერთერთი საილუსტრაციო იყო ამ შემთხვევაში.

ჩვენ შესაბამისი რეკომენდაციის სახეს მივცემთ ამ ყველაფერს და შემდეგ მივმართავთ პარლამენტს,“ - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები