პოლიტიკა

ევრაზიული კავშირის შეკრება თბილისში - რატომ ასაიდუმლოებენ ფორუმის ორგანიზატორთა ვინაობას

18.10.18 13:45


ამ დრომდე გასაიდუმლოებულია ევრაზიული კავშირის იმ ფორუმის ორგანიზატორთა ვინაობა, რომელიც ხვალ თბილისში უნდა გაიმართოს. სამაგიეროდ, ცნობილია, რომ ფორუმში რუსეთის დელეგაცია მიიღებს მოანწილეობას.

„ყველა ცდილობს, რომ თავი შორს დაიჭიროს ამ ფორუმისგან - ეს კარგის ნიშანია. ეს ნიშნავს იმას, რომ რაც არ უნდა ფული ხარჯონ აქ რუსულმა სამთავრობო ფონდებმა, მაინც რუსეთის ავტორიტეტი ძალიან დაბალია და ყველა ერიდება მათთან დაიჭიროს საქმე. რა ვქნათ დახარჯონ ფული, დახარჯონ გრანტები და მერე დაწერონ რეფორტები მოსკოვში, რომ თბილისში ჩაატარონ კონფერენცია. მადლობა ღმერთს ეს ჩვენ ჯერ ჯერობით საფრთხეს არ გვიქმნის. დარწმუნებული ვარ, მთავრობაშიც არ მოსწონთ ამ ფორუმების ჩატარება, მაგრამ ხმამაღლა ამის წინააღმდეგ პროტესტს ვერ ამბობენ. ყველას ეშინია ამ ქვეყანაში თავის აზრის გამოთქმის, იმიტომ რომ არ იციან ვინ რას იფიქრებს - ეს არის პრობლემა“ -ამბობს ანალიტიკოსი თორნიკე შარაშენიძე.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები