პოლიტიკა

თამარ ჩუგოშვილი აკააშ მაჰარაჯის შეხვდა

18.10.18 16:00


პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო საპარლამენტო ორგანიზაციის(GOPAC) ხელმძღვანელს, აკააშ მაჰარაჯის შეხვდა.

მხარეებმა პარლამენტის გაძლიერების მიმართულებით საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე და ასევე, თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

როგორც კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო საპარლამენტო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, საქართველო კორუფციასთან ბრძოლის რეფორმის წარმატებულად განხორციელების კუთხით რეგიონში გამორჩეული ქვეყანაა.

„კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო საპარლამენტო ორგანიზაცია, რომლის სათაო ოფისი კანადაში მდებარეობს, პარლამენტარების ერთადერთი საერთაშორისო ქსელია, რომელიც კორუფციასთან ბრძოლაზეა ორიენტირებული და მსოფლიოს 62 ქვეყანაშია წარმოდგენილი.

შეხვედრაზე ვისაუბრეთ საპარლამენტო გაძლიერების რეფორმებზე, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს. სტუმარმა განსაკუთრებული მზადყოფნა გამოხატა მხარი დაუჭიროს საქართველოს ქვეყნის საპრეზიდენტო მმართველობიდან საპარლამენტო მმართველობის მოდელზე გადასვლის პროცესში და გაგვიზიაროს სხვა ქვეყნების გამოცდილება, რომლებმაც მსგავსი გზა გაიარეს.

ასევე აღნიშნა, რომ საქართველო რეგიონში გამორჩეული ქვეყანაა კორუფციასთან ბრძოლის რეფორმის წარმატებულად განხორციელების კუთხით და შეუძლია სხვა ქვეყნებს შესთავაზოს გამოცდილების გაზიარება”,- განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები